ადვოკატი – სააკაშვილი ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებს უკრაინის პასპორტით კვეთს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთისას უკრაინის პასპორტით სარგებლობს. ამის შესახებ Front News-ს ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
“ის საზღვრებს კვეთს უკრაინის მოქალაქის პასპორტით, რადგან ცივილიზებული ქვეყნები მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ბათილად და პოლიტიკურად ანგაჟირებულად აღიარებენ”, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 აგვისტოს პოლონეთში იმყოფებოდა, სამი დღის შემდეგ კი ის ლიტვაში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს