AEPC-ის 63-წლიან ისტორიაში საქართველოს ასოციაციაში ოფიციალური წარმომადგენელი პირველად ეყოლება

ავტორი
Front News საქართველო
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგის და "ევროპის უნივერსიტეტის" ლექტორი ნიკოლოზ ლაბარტყავა ევროპის პედიატრიულ და თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციაში (AEPC) საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს.
AEPC-ის 63-წლიან ისტორიაში საქართველოს ასოციაციაში ოფიციალური წარმომადგენელი პირველად ეყოლება.
ნიკოლოზ ლაბარტყავა ევროპის პედიატრიულ და თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციაში (AEPC) საქართველოს ეროვნულ დელეგატად სამი წლით არის არჩეული.
"ეროვნული დელეგატის პოზიცია ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა მცირეოდენი წვლილი შევიტანო საქართველოს პედიატრიული კარდიოლოგიის და პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში", - აღნიშნავს ნიკოლოზ ლაბარტყავა.
თაგები:
ნიკოლოზ ლაბარტყავა




