Logo

აღმაშენებლის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

შემთხვევა
1434
Frontnews image description

აღმაშენებლის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესო გაზდელიანის თქმით, დაპირისპირება ახალგაზრდა მამაკაცის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმებს მოყვა, ფიზიკურ ანგარიშსწორებას კი მათი  მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

“ჩვენ რომ ხელი დაგვერტყა, ჩვენ დაგვიჭერდნენ, იმას გაუშვებდნენ, შემდეგ მოუწია პოლიციას მისი გაპარება”,  – განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

 

ახალგაზრდა მამაკაცი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გაიყვანა.

თაგები:

აქცია
Advertisement