“აი, დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ, 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესულ ოპოზიციას აკრიტიკებს.
"რომ არ გამოვსულიყავი არ შემეძლო. იცით თქვენ, რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაცა სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე და ჩვენი მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, ცოტა უკვე კაი ხანია შეგვეშველა "მოქალაქეები". აი, დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. ე.ი სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. ნუ, რა არის, ვერ გავიგე აქ, თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო", – განაცხადა ზილფიმიანმა
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს