Logo

აკაკი გვიანიძე – არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო

პოლიტიკა
661
Frontnews image description

არავის არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოში ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვება.

 

აკაკი გვიანიძის თქმით, პარტია პოზიციას არ შეიცვლის და გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი ღირებულებებისთვის, ცვლილებებისთვის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის.

 

“ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო.

 

ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება ჩვენი გუნდი ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დადგება, მით უკეთესი.

 

ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის.

 

და რაც მთავარია, არც ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რადგან ორივე ეს პარტია ცუდია! ორივე სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ან მოიპოვოს სრული ძალაუფლება, თუმცა ორივემ უნდა გაიგოს, რომ ხალხმა ჩვენი სახით, მათ ერთპიროვნულ მართვას უარი უთხრა” – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები