ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლაში მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია "ხელოვნური ინტელექტისა“ და "მომავლის ტექნოლოგიების“ შესახებ, ასევე მოეწყო "დრონების შოუ“ და მომავლის ტექნოლოგიების გამოფენა/ჩვენება, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მოსწავლე - ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის რობოტექნიკის კლუბის კოორდინატორმა - ერეკლე კირკიტაძემ წარუდგინა.
"სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა საინტერესო ინტელექტუალური თამაში "გაიცანი შენი ქალაქი“, რომელშიც 20-ზე მეტი მონაწილე შეეჯიბრა ერთმანეთს, გამოვლინდნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
თერჯოლაში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტულ - გასართობი და შემეცნებითი აქტივობები: შაშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ასფალტზე ხატვაში, სახის მოხატვას და ბუშტების შოუზე.
ღონისძიებების კულმინაცია იყო „ფერების ფესტივალი“, აღსანიშნავია რომ ფესტივალი თერჯოლაში, პირველად ჩატარდა და ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალგაზრდების მხიარულ განწყობაზე ფესტივალის წამყვანმა და დიჯეიმ იზრუნეს.
ღონისძიებების დასასრულს კი თავისი რეპერტუარით თერჯოლელი მსმენელის წინაშე, ქართული ესტრადის ვარსკვლავი თემურ თათარაშვილი წარდგა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით გამართულ სოლო კონცერტზე, მომღერლის შესრულებულმა კარგად ნაცნობი ჰიტებმა, ყველა თაობის მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს