ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს თბილისში ორი ახალი სკოლა გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.
თბილისის 53-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 14 279 130 ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო 127-ე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 8 900 000 ლარზე მეტია.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


