Logo

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან 764 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია

რეგიონები
152
Frontnews image description

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან 764 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ:

მრავალშვილიან ოჯახებს - 111;

18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -113;

მარტოხელა მშობლებს - 111;

დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს - 3;

დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის

წვერებს - 2;

ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს - 64;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) - 35;

საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) - 26;

ავღანეთის ომის ვეტერანებს - 23;

ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს - 5;

9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1;

18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს - 270.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები