“ახლა ჩვენთან ხელცარიელი მოსვლა არ შეიძლება“ – ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და პენტაგონის ხელმძღვანელის ვიზიტზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის დროს დაგეგმილია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების გარანტიების განხილვა.
“რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უცხოელი ლიდერები მოვიდნენ ჩვენთან? ახლა ჩვენთან ხელცარიელი ვერ მოხვალ და ჩვენ ველოდებით არა ნამცხვრებს, არამედ კონკრეტულ ნივთებს და კონკრეტულ იარაღს. ამიტომ, მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ შეთანხმებები შეერთებული შტატებიდან ან უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილს, რაზეც ადრე შევთანხმდით.
მივმართავთ ყველა ლიდერს – ჩვენ არ ვართ ტრაგიკული სელფების ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ნამდვილი ომი… გთხოვთ მობრძანდეთ, ოღონდ იმ დახმარებით, რაზეც ვისაუბრეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს