“ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ” – შს მინისტრი წულუკიანის და “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინციდენტზე


ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით 112-ზე შეტყობინება შევიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო და თემით დაინტერესდება.
“სიმართლე გითხრათ ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს რეალურად, რა მოხდა. მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. გავერკვევით აუცილებლად,” – განაცხადა ვახტან გომეალურმა “ღამის კურიერის” ეთერში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს