“ახლავე გეტყვით წინასწარ საიდუმლოს, კანონიერი პიკეტის ფორმა იქნება გამოყენებული”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ნიკა მელიას გარეთ ყოფნით ნაკლები ზიანი მიადგება, ვიდრე მისი დაპატიმრებით.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრება მოინდომა, ამ პროცესის საწინააღმდეგოდ კანონიერი პიკეტის ფორმა იქნება გამოყენებული.
"მათ, დღესაც შეუძლიათ ნიკა მელიას საკითხი ცალკე გამოიტანონ და გაუუქმდეს მანდატი, ვინაიდან მას განცხადება დაწერილი აქვს. ნიკა მელიასთვის არ არის საჭირო იმ ძალიან გრძელი და სამარცხვინო პროცედურის ჩატარება, რაც ერთხელ გააკეთა პარლამენტმა და ეს ისტორიაში შევიდა- ნიკა მელია მარტო მჯდომი თეთრ პერანგში, ეს კადრი ისტორიაში შევიდა როგორც ძალიან ხატოვანი სიმბოლო.
მას აქვს დაწერილი განცხადება და შეიძლება მოხდეს ერთ წუთში. რატომ არ აკეთებენ, თუ დაჭერა უნდათ? რატომ დაიწყო პროკურატურამ მუქარა? თუ გაკეთება უნდათ, გააკეთონ, მაგრამ მათ იციან, რომ ნიკა მელიას გარეთ ყოფნით, შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ მათ, ვიდრე ციხეში. ამას მოჰყვება, ძალიან დიდი მღელვარება.
ნიკა მელიას დაკავება თუ უნდათ, მოვა პარტიის ოფისში და ის პარტიის ოფისი იქნება დაცული. ახლავე გეტყვით წინასწარ საიდუმლოს. მიდი და აიღე მაშინ ძალით, იმიტომ, რომ ეს უსამართლოა. კანონიერი პიკეტის ფორმა იქნება გამოყენებული", – განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს