ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა.
დაშავებული არასრულწლოვნები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების განმარტებით, მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ავტოავარია




