Logo

აკია ბარბაქაძე - უკრაინას უკვე აქვს ფუნქცია, ეს არის ევროპის დამცველი, ცივილიზაციური სამყაროს დამცველი

პოლიტიკა
141
Frontnews image description

უკრაინას უკვე აქვს ფუნქცია, ეს არის ევროპის დამცველი, ცივილიზაციური სამყაროს დამცველი. წააგებს უკრაინა? - წააგებს ევროპული ცივილიზაცია, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უკვე იცის თავისი სისუსტეების შესახებ და მასზე ინტენსიურად მუშაობს.

"უკრაინას უკვე აქვს ფუნქცია - ეს არის ევროპის დამცველი, ცივილიზაციური სამყაროს დამცველი - ეს ჩამოყალიბებულია და ამაზე აღარ დაობენ. წააგებს უკრაინა? - წააგებს ევროპული ცივილიზაცია. ეს სერიოზული თემაა, ეს იგივე თემაა, როგორც თავის დროზე კავკასიის კარიბჭე ჩვენ გვქონდა ჩაბარებული, ცივილიზებული იმპერიებისგან ველური ტომების თავდასაცავად - ანალოგიური სურათია. ცივილიზებული სამყარო არის უკრაინა და უკრაინა არა მარტო ტექნოლოგიური, არამედ ჯარების მართვის თვალსაზრისით წავიდა წინ, ფაქტობრივად, ევროპის და არა მარტო ევროპის რესურსი მოიპოვა უკრაინამ და ჩვენ ვიცით, რომ მარათონია ატეხილი, ვინ ითანამშრომლებს უკრაინასთან, ვინ რით დაეხმარება მას. არის სპარსეთის ყურის ქვეყნების დამოკიდებულებაც, ისინი ეხვეწებიან საზღვაო დრონებით როგორ შეძლონ და გააკონტროლონ ჰორმუზის სრუტე, აქაც უკრაინელების დიდი დახმარება არის და კონსულტაციას უწევენ. 200 კაცი მოუმზადა საუდის არაბეთს უკრაინამ ირანის დრონებისგან თავის დასაცავად. ამერიკელები აგზავნიან თავიანთ ექსპერტებს, რომ შეისწავლონ და საუბარია ოთხი ათასი სამხედროს მომზადებაზე ამერიკისთვის დრონების ოპერატორებად. ეს უკვე სერიოზული თემაა. გარდა ამისა, უკრაინა აკეთებს ბალისტიკურ რაკეტებს, არა მარტო "ფლამინგოს".

უკრაინელებს ორი თანამგზავრი ჰყავთ გაშვებული კოსმოსში და აპირებენ ათამდე თანამგზავრის გაშვებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ სადაზვერვო საინფორმაციო ქსელს ქმნიან და დამოკიდებულები აღარ იქნებიან. უკრაინამ იცის თავისი სისუსტე და ამ სისუსტის გამოსწორების ფაზაშია. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ზელენსკის დანაქადები არ არის უბრალოდ ემოციურად გამოთქმული სიტყვა, მოსწრებით ნათქვამი რაღაცები, ზელენსკი რასაც ამბობს, აკეთებს, იტყვის - გააკეთებს.

ტოტალიტარული სახელმწიფოების "აქილევსის ქუსლი" არის განწყობა დამონებული ხალხის. ყველა დიქტატორი თავს დაკანკალებს მთელი მასის განწყობას და ის გამოთქმა, რომ "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" არ ყოფილა ეგრე, სჯერათ და თან როგორ, ჩვენ ამას ყველა ნათლად ვხედავთ", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები