აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს


ავტორი
Front News საქართველო
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.
მოქალაქეები რუსთაველზე ნიღბებით და ანთებული ჩირაღდნებით მივიდნენ.
"ჩვენი პერფორმანსის მიზანი ის არის, რომ ალბათ, გაგახსენდებათ მათეს სიტყვები - "მივდივარ უსასრულო წყვდიადში, რათა ვეძიო სიმართლე“. ჩვენც უსასრულო წყვდიადში ვართ ახლა, იმიტომ, რომ დიქტატორი გვიზის სათავეში და ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან, რომ მივიტანოთ უსასრულო წყვდიადში სინათლე, რადგან ჩვენ ვართ სინათლე, ის ხალხი, ვინც გამოსულები ვართ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაიმარხოს და არ მოკვდეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა დღესაც გადაკეტეს.
მოქალაქეები 200 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
თაგები:
საპროტესტო აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს