ალეკო ელისაშვილი - 4 საათი ვიჯექი ასე მოჭერილი ბორკილებით, სისხლები მომდიოდა და პოლიციას უხაროდა

ავტორი
Front News საქართველო
ნაჭრილობები დამრჩა ხელბორკილები რომ დამადეს. სისხლები მომდიოდა და პოლიციას უხაროდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას ოთხი საათი ხელბორკილები ბოლომდე მოჭერილი ედო.
"ნაჭრილობები დამრჩა ხელბორკილები რომ დამადეს. სისხლები მომდიოდა და პოლიციას უხაროდა. რა გააკეთეთ თქვენ, ქალბატონო მარიამ?
2 თვე ვერ გაიგეს ვინ იყო ის შოთა? სახელს გეუბნებით ვინცაა და თანამდებობას.
ვეუბნებოდი, შე დალოცვილო შემიმსუბუქე-მეთქი, ნაჭდევები მაქვს. ჩამოაყალიბა, წამების მსხვერპლი ხარო? არ გისურვებთ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრი 4 საათი მოჭერილი ბორკილებით იყოთ. 4 საათი ვიჯექი ასე მოჭერილი ბორკილებით, მაგრამ თქვენი სამართალი არ გაიშვას.
წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-მეთქი და რა გააკეთეს?! დაინტერესდნენ რამით?!", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი




