Logo

ალეკო ელისაშვილი - აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ კომისიის შემადგენლობას გავასამართლებთ 

პოლიტიკა
4 საათის წინ / 22:52
152
Frontnews image description

აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ კომისიის შემადგენლობას გავასამართლებთ მოღალატეობრივი კომისიის საქმიანობის გამო, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა "ოცნებას" სილა გააწნა.

"კარგი სილა ააწნა ამათ. აჩვენა, რომ ფეხებზე ჰკიდია. ყველას ფეხებზე გვკიდია. რაც მართალია, ჩვენმა კოალიციამ დაიწყო სილის აწვნა, პირველები ჩვენ არ მივედით იმ კომისიაზე და აგერ, კიდევ უფრო "ხელუკუღმა მისცა" ოქრუაშვილმა.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, აი, ოქრუაშვილმა აჩვენა, რომ ფეხებზე ჰკიდია და არ ეშინია. 

ჩვენ დავიწყეთ ის კამპანია, რომ იმ კომისიაზე მისვლა არ შეიძლება. ერთი წელი დაიჭერენ იმის გამო, რომ კომისიაზე არ მივიდა? ესაა სამართალი?! 

ჩემი აზრით, ეს თემა "ქოცებისთვის" თავის ტკივილია, ხმამაღალი ამბავია, რომ პოლიტიკოსს იჭერენ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს იჭერენ და რის გამო, რომ მოღალატეობრივ კომისიაზე არ მივიდა?! 

აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ კომისიის შემადგენლობას გავასამართლებთ მოღალატეობრივი კომისიის საქმიანობის გამო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Advertisement