Logo

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან

საზოგადოება
920
Frontnews image description

პარტია „მოქალაქეების“ წევრები დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებიან.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

"მოქალაქეებმა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს. 

მემორანდუმზე ხელმომწერები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

თაგები:

Advertisement