Logo

“ალეკო ელისაშვილი დღეს არის ბრუტუსი” – პარლამენტთან აქცია იმართება

საზოგადოება
1122
Frontnews image description

პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთა აქციას მართავს.

მათ აქციაზე მიტანილი აქვთ ნაგვის ურნა, რომელშიც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ფოტოებია განთავსებული და ასევე “ბუტკა”, სადაც აქტივისტების თქმით, სხვადასხვა გამოცემები იყიდება, მაგალითად “კაი ბიჭობა თუ მანდატები” გია ვოლსკის ავტორობით, ლაშა ნაცვლიშვილის “საერო ბიძინა ანუ მწიფე ხელი”, ავთანდილ მარგიანის “სხარტულები ივანიშვილზე”, ლადო კახაძის “სადღეგრძელოები”. 

“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრები ამბობენ, რომ ეს ჯიხური საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, სადაც მანდატებს სამ ცალს ერთ ლარად ყიდიან.

“კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. როგორ მოგვპარა ბიძინა ივანიშვილმა ჟვანიას ხელით გაყალბებული არჩევნები. დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა, რაც ხდება დღეს პარლამენტში, კარგად ასახავს დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლებენს. ალეკო ელისაშვილის და სხვა დეპუტატების ადგილი, ვინც პარლამენტში შევა, იქნება ნაგვის ურნაში. თუ კარგად დააკვირდებით, აწერია “ნუ დაემსგავსები ბრიტუსს!”, ალეკო ელისაშვილი დღეს არის ბრუტუსი” -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თაგები:

Advertisement