Logo

ალეკო ელისაშვილი - მერამდენე სხდომაა, რაც სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევთ, წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ადამიანს ლაპარაკის საშუალებას

პოლიტიკა
43
Frontnews image description

მერამდენე სხდომაა, რაც სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევთ, წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ადამიანს ლაპარაკის საშუალებას, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე ისეა შეშინებული, რომ საუბრის უფლებას არ აძლევს მას.

"მერამდენე სხდომაა, რაც სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევთ, დაწყებული არ მქონდა ლაპარაკი და მეჭრებით - ეს თქვი, ეს ილაპარაკე - რა უნდა ვთქვა, ეს ჩემი გადასაწყვეტია. ორი 15-წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი და არ შეიძლება ლაპარაკი მაცადოთ? არ მაინტერესებს მე თქვენი პროტესტი, მაცადეთ ლაპარაკი, რამ შეგაშინათ ისე, რომ 9 კლიტურში გამოკეტილ კაცს, ლაპარაკს არ მაცლით. წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ადამიანს ლაპარაკის საშუალებას", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მეია მელქაძემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მიზეზად სასამართლოსადმი უპატივცემულობა გახდა. 

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები