Logo

ალეკო ელისაშვილი - სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან, ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა

სამართალი
496
Frontnews image description

სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან, ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა. ჯგუფურად მცემეს, მაგრამ რომელი სტრუქტურაც იძიებს, ის საერთოდ დახურეს, - ამის შესახებ დაკავებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებიდან 4 საათი ბორკილებდადებული იყო. 

"4 საათი მქონდა ხელბორკილები ზურგს უკან, საპატიმროშიც ნახეს, ხელები რა დღეში მქონდა. ქალბატონი პროკურორი, დარწმუნებული ვარ, კუდით ქვას ასროლინებს იმ პოლიციელს. სისხლი მომდიოდა ბორკილებიდან. ამას გარდა კიდევ მრავალია, მაგრამ სამართალი სადაა. ჯგუფურად მცემეს, მაგრამ რომელი სტრუქტურაც იძიებს, ის საერთოდ დახურეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები