Logo

ალექსანდრე თამაზაშვილი - ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების "ზრუნვა" და "წუხილი"

პოლიტიკა
128
Frontnews image description

ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი წერს.

"მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების "ზრუნვა", "შეშფოთება" და "წუხილი"…!" - წერს თამაზაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები