Logo

ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა

სამართალი
154
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურამ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც საძინებელი ოთახიდან, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე არსებული დნმ თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის. 

რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მასზე თორნიკე რიჟვაძის და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.

დღევანდელ პროცესზე ორივე მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

პროცესს ალექსი ახვლედიანიც ესწრება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევეა ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რადგან იარაღი მას ეკუთვნოდა. ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული კი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარალელურად, მას  აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

Advertisement