
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს – რეჯინა პოლაკს, ენდრიუ ბეიკერს და ისმაილ ჰაკი მუსას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები – ტატიანა პერიჩი და მიკოლაი ვჟეჩენკოვსკი, აგრეთვე, ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი ევა საპიეზინსკა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას.
შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს