
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოადგილეებთან ერთად ეწვია. ომბუდსმენს და მის თანმხლებ პირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შსს-ს აკადემიის რექტორთან ზურაბ ზუბადალაშვილთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი და მისი კოლეგები, აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და სწავლების ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
“შეხვედრის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. სახალხო დამცველმა, მოადგილეებთან ერთად, აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი და ვირტუალური ტირი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა და ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აკადემიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს