ალექსანდრე ლუკაშენკო – ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ამის საჭიროება არ არის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მე გაფრთხილებდით, რომ ეცდებოდნენ ჩვენს ჩათრევას ამ ოპერაციაში, ამ ომში. მათ რა, სურდათ ერთი რაკეტით დაებომბათ ბელარუსი? არ გამოვა. ეს რაკეტა ჩვენამდე ვერც მოაღწევს. რატომ კეთდება ეს? იმისთვის, რომ თავმოყვარეობა შეგვილახონ და ჩვენ დავიწყოთ პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ასეთი უბრალოები არ ვართ. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს. ჯერჯერობით ვითმენთ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ამის საჭიროება არ არის.
აბა დაფიქრდით, რა შეგვიძლია, დავუმატოთ რუსეთს? რაც შეეხება პერსონალს, იქ საკუთარი უამრავი მეომარი ჰყავთ. იარაღის კუთხით შეგვიძლია, რუსეთს რამე დავუმატოთ? არა. ჩვენ ამ ყველაფერს რუსეთის ფედერაციაში ვყიდულობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
თაგები:
ალექსანდრე ლუკაშენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა