ალექსანდრე რაქვიაშვილი – სიღარიბე არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა, რაც განაპირობებს სხვა პრობლემებს

ავტორი
Front News საქართველო
“სიღარიბე არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა და ამის მთავარი მიზეზი არის ინფლაცია. თუ მართლა გვინდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები არ ღარიბდებოდეს და რომ არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, უნდა დავინახოთ პრობლემის მასშტაბი და უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს ძალაუფლების ეს ყველაზე დიდი ცენტრი, ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი“, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფორმალურად დამოუკიდებელია – ის კონტროლდება პოლიტიკურად.
“ჩვენ ფაქტობრივად, არ გვაინტერესებს რას აკეთებს ეროვნული ბანკი, ჩვენ არ გაგვაჩნია კონტროლი, ამიტომ გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოყვება ფულის უკონტროლო ბეჭდვას. და თუ ჩვენ არ გაგვაჩნია იმის უნარი, რომ ეს ხალხი ვაკონტროლოთ, მაშინ ჩვენ მინიმუმ თავისუფლება უნდა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და თავად გადაწყვიტონ რომელი ფული ურჩევნიათ. ჩვენ ადამიანებს წავართვით ეს უფლება და სანაცვლოდ მივეცით გაუგებარი ეროვნული მნიშვნელობის ქაღალდი და სინამდვილეში, ამით ვბეგრავთ მათ და ვბეგრავთ ისე, რომ ვერ ვაკონტროლებთ. ფაქტობრივად, ვინც ჩაიგდებს არაფორმალური კონტროლის მექანიზმით ამ ინსტიტუციას ხელში, ის არის ამ ინსტიტუციის მფლობელი. ეს არის ნორმალურ საზოგადოებაში დაუშვებელი. ჩემი მოწოდება იქნება ამ თემაზე გავმართოთ დისკუსია და დავინახოთ პრობლემის მასშტაბები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც განაპირობებს სხვა პრობლემებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
თაგები:
ალექსანდრე რაქვიაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


