ალექსეი არესტოვიჩი – ბერდიანსკში განადგურებულ რუსულ ხომალდ “ორსკს” უკრაინის მოღალატეები მეთაურობდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბერდიანსკში განადგურებულ რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ორსკს“ უკრაინის მოღალატეები მეთაურობდნენ.
მისივე თქმით, ბერდიანსკის პორტში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გემი დააზიანეს.
“უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციის თანახმად, ორივე გემს მეთაურობდნენ უკრაინის მოღალატეები, რომლებმაც უღალატეს უკრაინელ ხალხს და 2014 წელს გადავიდნენ რუსეთის მხარეს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იმუშავა, უნდა გაიაზროს, რომ შურისძიება მრავალი წლის შემდეგაც წამოეწევათ, რადგან მათ ჩაიდინეს დანაშაული, რომელსაც არ აქვს ამნისტია და ხანდაზმულობის ვადა.
თაგები:
ალექსეი არესტოვიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს