Logo

ალექსეი არესტოვიჩი – ჩვენ გავანადგურეთ სამი რუსული სახმელეთო და ერთი საჰაერო არმია

უკრაინა
674
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა თითქმის დაკარგეს.

“მტერმა უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე თავდასხმის უნარი დაკარგა და მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს, აგროვებს რეზერვებს, რომლებიც ჩვენი სარაკეტო ძალების, არტილერიისა და ავიაციის გამანადგურებელ დარტყმებს ექვემდებარებიან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ძლიერი დარტყმა მიაყენეს.

 

არესტოვიჩის თქმით, უკრაინულმა ჯარებმა გაანადგურეს 11 სატანკო ბატალიონი, ჯავშანტექნიკის 34 ბატალიონი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ხუთი ბატალიონი, 17 საარტილერიო ბატალიონი, თვითმფრინავების თითქმის ხუთი პოლკი და ასევე ვერტმფრენების ხუთი პოლკი.

“მთლიანობაში, ეს წარმოადგენს შემტევი რუსული არმიის სამ კომპლექტს, ანუ ჩვენ გავანადგურეთ სამი რუსული სახმელეთო და ერთი საჰაერო არმია. სულ ოთხი არმია, 10 არმიიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

თაგები:

Advertisement