ალექსეი გონჩარენკო – არანაირი შანსი არაა კიევის აღების, რომც შემოაღწიონ, მათი ჯოჯოხეთი და საბოლოო წერტილი იქნება აქ


ავტორი
Front News საქართველო
არანაირი შანსი არაა კიევის აღების, რომც შემოაღწიონ, მათი ჯოჯოხეთი და საბოლოო წერტილი იქნება აქ, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კიევის მისადგომებთან. თუმცა, უზარმაზარი დანაკარგები აქვს მტერს და არანაირი წინსვლა.
“კიევის ალყაში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით, ჩვენ არმიას საკმაოდ მყარად უჭირავს პოზიციები და უზარმაზარ დანაკარგებს აყენებს მტერს. მაგრამ რომ წარმოვიდგონოთ, რომ გაარღვევენ ამ დაცვას და შემოვლენ, ჩვენ მასობრივად არ გვაქვს საბრძოლო გამოცდილება, მაგრამ ასიათასობით ვართ ჩემნაირები და უბრალოდ, მათი ჯოჯოხეთი და საბოლოო წერტილი იქნება აქ. არანაირი შანსი არაა კიევის აღების, რომც შემოაღწიონ“, – განაცხადა გონჩარენკომ.
რაც შეეხება რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებას, რომელიც ხვალ თურქეთის ქალაქ ანტალიაში უნდა გაიმართოს, დეპუტატი აცხადებს, რომ შედეგიანი ვერ იქნება.
“სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებისგან ბევრს არაფერს ველი. ვფიქრობ, პუტინი ჯერ არ არის იმ კონდიციაში, რომ მიხვდეს, მისი გეგმები და ამოცანები ვერ შესრულდა. ვფიქრობ, პუტინი, რაღაც დროის განმავლობაში გააგრძელებს ამ შეტევებს. რადგან ვერაფერს უხერხებენ ჩვენს არმიას, ეს ბარბაროსული დაცხრილვა გრძელდება, ასობით ათასი ადამიანი ყავთ ფაქტობრივად მძევლად აყვანილი ჩვენს ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ვერ ვიტყვი, რამდენი ხანი, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ეს ყველაფერი გაგრძელდება, ვიდრე პუტინი რეალურ მოლაპარაკებებზე წამოვა“, – განაცხადა გონჩარენკომ.
თაგები:
ალექსეი გონჩარენკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა