ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ოპოზიციონერის პანაშვიდი ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა, სადაც ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც მსვლელობის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
დაკრძალვის პროცესს ელჩები დაესწრნენ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. მას 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადაეცა. მანამდე კი რუსი ოპოზიციონერის პრესმდივნის თქმით, ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმდებობდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა.
თაგები:
ალექსეი ნავალნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს