Logo

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო თბილისსა და ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

საზოგადოება
829
Frontnews image description

თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს.

 

აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთლები, ალექსეი ნავალნის სურათები და პლაკატები წარწერით: “პუტინი მკვლელია“.

 

“დღეს მე გავაცნობიერე, რომ პუტინმა მასწავლა ზიზღი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იმავეს გრძნობთ. მჯერა, რომ ეს ზიზღი უნდა ვაქციოთ ძალად, რომელიც ამ ნაძირალებს წალეკავს. ჩვენ აუცილებლად შურს ვიძიებთ ნავალნისთვის, ნემცოვისთვის, პოლიტკოვსკაიასთვის, კრემლის ბარბაროსების მიერ მოკლული ათასობით ადამიანისთვის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

აქცია ასევე გაიმართა ბათუმში, ანბანის კოშკთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები