ალუდა ღუდუშაური – ეს ადამიანები არიან ლობისტები “ნაციონალური მოძრაობის” და მათ ქმედებას არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ალუდა ღუდუშურის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრები არიან.
“სრულიად ნათელია, რომ ის, ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები “ნაციონალური მოძრაობის” და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


