ამ დროისთვის იმერეთში 190 მედიკოსია აცრილი


ავტორი
Front News საქართველო
ამ დროისთვის იმერეთში 190 მედიკოსია აცრილი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 18 მარტს, ვაქცინაციის პროცესში დამატებით ხუთი: ხარაგაულის, ხონის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის რაიონები ჩაერთო.
გიორგიძე მედიკოსებს მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია კოვიდის დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებაში არსებული რეკომენდაციები, სოციალური დისტანცია, პირბადისა და ვაქცინაციის შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენება არ იქნება გათვალისწინებული, ინფიცირების შემთხვევების ზრდას უნდა ველოდეთ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეიდან, 18 მარტიდან, იმერეთში ვაქცინაციის 15 პუნქტი იმუშავებს. ამ ეტაპზე, რეგიონისთვის ვაქცინის 5500 დოზაა გათვალისწინებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს