“ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი”


ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა არ იგეგმება.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო 1 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს ამის შემდგომ მიიღებს.
"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერ არ აღდგენა. შევაფასებთ 1 კვირაში ეპიდვითარებას და შევაფასებთ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას. უკვე 1 კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება ვითარებას დავაკვირდეთ და თუ ეს ვითარება გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმევა უფრო სწრაფად", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს