“ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში”


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ვარაუდობს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოსამართლე ბიძინა სტურუა უზენაეს სასამართლოში დაინიშნება.
ადვოკატი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
"ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში, ალბათ, დაინიშნება უზენაესს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ.
როგორ შეიძლება ელოდო ასეთ გადაწყვეტილებას, როდესაც არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გასაჩივრებას. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება ეს გადაწყეტილება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაესს სასამართლოში", – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს: არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წელი მიესაჯათ.
არასრულწლოვნების, ზ.ხ.-ს და ა.ქ-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს