Logo

“ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, იმართება კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან”

საზოგადოება
312
Frontnews image description

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციამ ულტიმატუმები წამოაყენა.

მისი თქმით, ამ ულტიმატუმების ერთი პუნქტი ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე  ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

"ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს, ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ხოლო მეორე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის, იმ ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ულტიმატუმებით, რომელიც იყო დაყენებული. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ამ პრინციპებით.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად ასეთ ვითარებაში, მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არანაირი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები", – განაცხადა კობახიძემ. 

თაგები:

Advertisement