“ამ რეჟიმის წარმომადგენლების შოკისმომგვრელი პოლიტიკური სიშიშვლე დაინახა ყველამ”


ავტორი
Front News საქართველო
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, მაგრამ განსკუთრებით სრულიად, მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ როდესაც კიდევ უფრო გაშიშვლება ვითარების, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე გაშიშვლება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია და რაც საჭირო იყო, ამ ყველაფერს, თუ რამე დადებითი მხარე აქვს, არის კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე.
ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს კერძოდ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება.
დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? იქამდე საქმეც კი არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც ამ ვითარებიდან გამოსავალს იპოვიდა, ვგულისხმობ ყველა საკითხს.
ამ ფაზაში მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია. ამ რეჟიმის წარმომადგენლების შოკისმომგვრელი პოლიტიკური სიშიშვლე დაინახა ყველამ", – განაცახდა გიგა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს