Logo

“ამ შემთხვევაში უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ”

საზოგადოება
800
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯში გუშინ მომხდარი ინციდენტი პროვოკაცია.

"ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლა, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, არის მიუღებელი და კანონის კონკრეტული მუხლოების დარღვევა, ისევე როგორც ჩემი აზრით, ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, სავაჭრო ცენტრში, ან კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, აი ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, რომელიც ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ და მეორე მხრივ, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია", – აცხადებს გია ვოლსკი.

გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.

თაგები:

Advertisement