
ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება ითქვას, დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ან თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის შემთხვევები ნელი ტემპით, თუმცა კლებას დაიწყებს.
“მესამე ტალღა გარკვეულწილად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი რაც გვაქვს – 2 700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში, ის უკვე სჭარბობს მესამე ტალღის პიკს, ანუ მაისის 17-ში რაც იყო. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ კარგად, მაგრამ ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 25 ივნისამდე. 26 ივნისიდან ისევ დაიწყო ზრდა. შეიძლება ითქვას, დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ან თუ გინდათ, დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესებულია, თუმცა რასაც ვპროგნოზირებდით, იმასთან შედარებით ტემპი ზრდისა ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულად გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 10 დღე, ორი კვირა და შემდეგ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით. ეს რომ შევაკაოთ ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და ყველა რეკომენდაციის განუხრელად დაცვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს