
ავტორი
Front News საქართველო
სკოლები, რომელთა პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, წახალისებული იყოს და იქ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რომელიც ორი კვირის წინა პერიოდს მოიცავს, სკოლის პედაგოგების 30% აცრილია, თუმცა განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებელი 40%-მდეა გაზრდილი.
“ჩვენი მონაცემი ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია, თუ ეს შეიცვალა. სკოლებს იმ შემთხვევაში ვუწოდებდით უსაფრთხოს, თუ აცრილი იქნება 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ. ამიტომ იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით – უნდა წავახალისოთ, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თაგები:
ამირან გამყრელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს