
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება ბუსტერია, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ბუსტერი „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვაზე და ბუსტერზე, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“რეგულაციებიდან მხედველობაში მაქვს პირბადე. ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებდა და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს