
ავტორი
Front News საქართველო
“ქორწილსა და სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“თუკი ჩვენ ყველა, შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათი ათასი ადამიანი იკრიბება, კუსტ ტბაზე, იქ ზემოთ, ლისის ტბაზე და ა.შ. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება. იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ დღეს ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ”- განაცხადა გამყრელიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს