
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე ინტენსიურად ცირკულირებს. გუშინ, „ომიკრონის“ 176 შემთხვევა დადასტურდა და წინა დღესთან შედარებით გვაქვს გაორმაგება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
“სადღაც 1000 შემთხვევამდე მოვახერხებთ, შემდეგ, თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზი გაგვიჭირდება. ჯერჯერობით საიმედო ინფორმაცია რაც გახლავთ, საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა და აქედან, 4 უკვე კლინიკიდან გაწერილია. თითქმის ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს