Logo

“ან მოგვკლავენ, ან დაგვაკავებენ” – უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს სახლში დაბრუნების ეშინიათ

უკრაინა
1331
Frontnews image description

უკრაინაში ტყვეობაში მყოფი რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთში დაბრუნების ეშინიათ, რადგან იქ მათ რთული ბედი ელით, – ამის შესახებ მათ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

მათი თქმით, რუსეთში უკვე დაღუპულებათ ითვლებიან, ამის შესახებ ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომელთან დარეკვის საშუალებაც უკრაინელმა სამხედროებმა მისცეს.

 

რუსი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში, მათ მოკლავენ ან დაიჭერენ.

 

გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციიდან წვევამდელები იბრძვიან.

 

რუსი სამხედროები ასევე ადასტურებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ უკრაინაში 12 000 ჯარისკაცი დაკარგა.

 

ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის თქმით, მას სურს დარჩეს უკრაინაში იქამდე, ვიდრე რუსეთს ვლადიმერ პუტინი მართავს. 

Advertisement