ანა ჭელიძე ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია
რეგიონები
2 დღის წინ / 10:06


ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელს ანა ჭელიძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
ანა ჭელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონულ ტურნირში, რომელშიც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და მცირე დროში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები ასევე გადასცეს ანა ჭელიძის პედაგოგებს - სალომე ბურდილაძეს და ასმათ ჯაფარიძეს.
თაგები:
ანა ჭელიძე