ანა დოლიძე - მინდა გაგაცნოთ ის რამდენიმე სცენარი, რომელიც Lynx Strategic Advisory-მიერ იქნა შემუშავებული


ავტორი
Front News საქართველო
დღეს მინდა გაგაცნოთ ის რამდენიმე სცენარი, რომელიც ჩვენი პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია Lynx Strategic Advisory - მიერ იქნა შემუშავებული ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ განაცხადა.
"რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს ჰქონოდათ დამუშავებული ეს სცენარები. სცენარების შემუშავების მეთოდები დასავლეთში ძალიან კარგად არის განვითარებული. Lynx Strategic Advisory კომპანიამ, რომელმაც იმუშავა სცენარების დოკუმენტზე, მანამდე ძალიან კარგი ანგარიში მოამზადა ირაკლი რუხაძის შესახებ. მინდა გაგიზიაროთ ის 7 სცენარი, რომელიც შემუშავებულ იქნა ამ ჯგუფის მიერ. ესენია: ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რუსული გავლენის განმტკიცება; ახალი საპარლამენტო არჩევნები; ხელისუფლების გადაცემა; ივანიშვილი რჩება, მაგრამ ყალბი/ალტერნატიული კაბინეტი ჩამოყალიბდება; ნიჰილიზმი და დროებითი იმედგაცრუება; შიდა პროვოკაციები. ეს არის მოკლედ გადმოცემული შვიდი სცენარი, რომელზეც ვრცლად ანგარიშში არის წარმოდგენილი. სცენარების დაწერის მეთოდიკას ის ახლავს, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ არც ერთი სცენარი, რაც არ უნდა ნაკლებად შესაძლო იყოს ის", - განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს