ანა დოლიძე – “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმებიდან გასვლით, უარი უთხრა მოსახლეობის უმეტესობას განვითარების პერსპექტივაზე


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით, საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივაზე უარი უთხრა.
“საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დაკვეთა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც ასოცირებულია სწორედ ევროპასთან. “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით, უარი უთხრა მოსახლეობის უმეტესობას განვითარების პერსპექტივაზე და თქვა, რომ მისი მმართველობის ერთადერთი იარაღი დარჩება სიძულვილი, დაპირისპირება და შუღლი.
ქალბატონი ვიოლას ჩამოსვლა, აქ ყოფნა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას, ვისაც გვჭირდება წინსვლა და გვინდა წინსვლა, გვჭირდება თათბირი და კონსულტაცია, როგორ შეიძლება ერთად გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, ამ უფსკრულიდან, საითაც მიგვაქანებს ხელისუფლება”- აცხადებს ანა დოლიძე.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ის უკვე შეხვდა მოძრაობა “დროას” ლიდერს ელენე ხოშტარიას, ასევე პარტია “ხალხისთვის” ლიდერს ანა დოლიძეს და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეს გიორგი გახარიას.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს