Logo

ანა ჯანიაშვილი – მიხეილ სააკაშვილს უპირებდნენ ჰოსპიტალიდან გაყვანას, რასაც მან წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც გონება დაკარგა

საზოგადოება
976
Frontnews image description

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად ისევ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს.

 

როგორც მან მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას აპირებდნენ, რასაც მან წინააღმდეგობა გაუწია.

 

“მე დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათბში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა, მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა და შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როდესაც მოვიდა გონებაზე, ექიმებმა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი გადაყვანა, სანამ არ მოხდება მდგომარეობის დასტაბილურება“, – განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

 

ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება, რომელიც მის მონახულებას შეეცდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები