ანა ნაცვლიშვილი – ვდგავართ ერთადერთი რეალობის წინაშე, რომ ყველა ერთად გადავიჩეხოთ უფსკრულში, მაშინ გავერთიანდებით ალბათ

ავტორი
Front News საქართველო
პოლარიზაციის ხარისხით ვდგავართ ერთადერთი რეალობის წინაშე, რომ ყველა ერთად გადავიჩეხოთ უფსკრულში, აი მაშინ გავერთიანდებით ალბათ, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული ურთიერდაპირისპირების ხელოვნურად გაღრმავება ხდება და ამაში იხარჯება ფული.
“ხანძრის შედეგად ციხეში 2 ადამიანი რომ დაგვეღუპა საქართველოს, ის 2 გარდაცვლილი ნაცების არის თუ ქოცების? ბათუმში რომ უზარმაზარი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ყველას ერთად რომ ჩამოგვემხო ის კორპუსი თავზე, ქოცების არის ის მიცვალებულები, თუ ნაცების? პოლარიზაციის ხარისხით ვდგავართ ერთადერთი რეალობის წინაშე, რომ ყველა ერთად გავდავიჩეხოთ უფსკრულში, აი მაშინ გავერთიანდებით ალბათ. ეს რეალობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არ ტოვებს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვავაგრძელოთ ასეთ პოლარიზებულ და დაპირისპირებულ გარემოში ცხოვრება. ჩვენ ვართ ერთმანეთზე გადაკიდებულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთდაპირისპირებას აქვს თავისი ობიექტური საფუძვლები და ამას ვერავინ ამოშლის და გადაუსვამს ხაზს. ასევე აქვს სუბიექტური საფუძვლები, ვგულისხმობ, რომ საზოგადოებაში არსებული ურთიერდაპირისპირების ხელოვნურად გაღრმავება ხდება და ამაში იხარჯება არა მხოლოდ დიდი რესურსი, არამედ ეს ხდება ხოლმე პიარ კამპანიების სტრატეგიის ნაწილი და ამაში იხარჯება ფული. მაგალითად, “ქართული ოცნების” ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც ააყვავა და შექმნა ბიტკოინების ქარხნის გარდა, ესაა ტროლებისა და ბოტების ქარხანა, ესაა მატი ერთ-ერთი მთაავარი მისია”, – განაცხადა ნაცვლიშვოლმა “ტვ პირველის” ეთერში.
კითხვაზე, რომ ეს სიტუაცია, შესაძლოა, ორივე მხარეს აწყობს, ნაცლიშვილი პასუხობს, რომ ეს არ აწყობს საზოგადოებას.
მისი თქმით, ცალკე აღებულ, ნებისმიერ ადამიანს რომ კითხო, ეს დაპირისპირება არავის უნდა. ამ დაპირისპირების მიღმა კი რეალური პრობლემების გადაფარვა ხდება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კოალიციური მმართველობაა.
თაგები:
ანა ნაცვლიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


