Logo

ანა ფოტიგა – ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს

პოლიტიკა
1239
Frontnews image description

წლებია, ვიცი რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

“საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს. განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

თაგები:

ანა ფოტიგა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები